როგორც იცით, გასული უქმეები 51 წლის ჯეი ლომ და მისმა ყოფილმა საქმრომ, 48 წლის ბენ აფლეკმა ერთად გაატარეს. ინტერნეტსივრცეში მათი განახლებული რომანის შესახებ მითქმა-მოთქმა არ წყდება.
„ბედნიერების ცეკვა“ – 51 წლის ჯეი ლომ 17 წლის შემდეგ ნამდვილი სიყვარული დაიბრუნა – უახლესი ფოტოები
ფოტო: რომანტიკული უქმეების შემდეგ ჯეი ლო თვალისმომჭრელად გამოიყურება
ახლახანს ახალი დეტალები გახდა ცნობილი, ინსაიდერის ცნობით, ლოპესი ალექს როდრიგესთან განშორების შემდეგ რაიმე რადიკალურ ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს, ის არ ჩქარობს, საქმე, ნელა, მაგრამ მიზნისკენ მაინც მიემართება. ჯეი ლოსა და ბენის ერთად ყოფნა გარდაუვალია. თუმცა ახლა ისინი თავიანთი შვილების აღზრდითა და კარიერით არიან დაკავებულნი.
„რომანტიკული მოგზაურობის შემდეგ ჯენის ბენის მიმართ გრძნობები კვლავ განუახლდა“, – აცხადებს ისნაიდერი.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია სიახლეებს ვადევნოთ თვალი.