LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნეტფლიქსმა“ „ბრიჯერტონის“ სპინ-ოფი გადაიღო – ნახეთ პირველი „თიზერი“

175
page

„ნეტფლიქსმა“ თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუს, „ბრიჯერტონის“ სპინ-ოფი გადაიღო. ის 6 ეპიზოდისგან შედგება და დედოფალ შარლოტის და მეფე ჯორჯის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს.

მთავარ როლებს შოუში ინდია ამარტეიფიო, არსემა ტომასი და კორი მაილქრსტი ასრულებენ.

მინი-სერიალის  პრემიერა 4 მაისს შედგება. რამდენიმე საათის წინ „ნეტფლიქსმა“ პირველი თიზერიც გაავრცელა.

შეგახსენებთ, სერიალი 2021 წელს გამოვიდა, ის პრემიერიდან ოთხი კვირის განმავლობაში 82 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა და სტრიმინგ სერვისის ისტორიაში ყველაზე პოპულარული შოუს ტიტულიც დაიმსახურა.

„ბრიჯერტონმა“ 82 მილიონი ნახვით „ნეტფლიქსის“ ყველა რეკორდი მოხსნა

„ავტორმა მეტი მელანი უნდა შეიძინოს“ – „ნეტფლიქსმა“ „ბრიჯერტონის“ მე-3 და მე-4 სეზონები დაამტკიცა

„პორნოს უყურებ?“ – ეშტონ კატჩერს ეგონა, რომ მილა კუნისი „ბრიჯერტონის“ ნაცვლად პორნოგრაფიას უყურებდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები