ახლახან, ახალი მეცნიერული კვლევის შედეგები გავრცელდა. უძველესი ბერძნული ტექნოლოგიის, „ოქროს კვეთის“ მიხედვით მსოფლიოს 10 ყველაზე ლამაზი მამაკაცი დასახელდა. პირველ პოზიციაზე „ბრიჯერტონის“ ვარსკვლავი, რეგე-ჟან პეიჯი გავიდა, ის სრულყოფილ პარამეტრებთან 93.65 პროცენტითაა მიახლოებული.
მეორე საპატიო პოზიციაზე კრის ჰემსვორტი დასახელდა, მესამეზე მაიკლ ბი ჯორდანი, ჰარი სტაილსმა მე-4 ადგილი დაიკავა, მე 5 პოზიციას კი ჯუდ ბელინგემი დასჯერდა.
ათეულში ასევე მოხვდნენ: რობერტ პატინსონი, კრის ევანსი, ჯორჯ კლუნი, ჰენრი გოლდინგი და დუეინ ჯონსონი.
რეგე-ჟან პეიჯი 93.65 %
კრის ჰემსვორტი – 93.53 %
მაიკლ ბი ჯორდანი – 93.46 %
ჰარი სტაილსი – 92.3 %