ჟერარ პიკე ახალ შეყვარებულთან, კლარა ჩია მარტისთან ერთად საერთო მეგობრის გლამურულ ქორწილში გამოჩნდა. წყვილი კოსტა-ბრავას სანაპიროზე ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებოდა და ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდა. 35 წლის ჟერარი 23 წლის კლარას ხელს არ უშვებდა, ისინი ბევრს იცინოდნენ.
ფოტოების გავრცელების შემდეგ ინტერნეტსივრცე კომენტარებმა მოიცვა. საზოგადოება გოგონას ორსულობის შესახებ ალაპარაკდა. საქმე ისაა, რომ მას ოდნავ წამოზრდილი მუცელი ეტყობა.
„ნუთუ ორსულადაა?“, „ეს ფოტოები შაკირას გაანადგურებს!“, – წერენ კომენტარებში.