26 წლის მოდელმა, ბელა ჰადიდმა „ინსტაგრამზე“ ემოციური ფოტოები და პოსტი გაავრცელა. მისი თქმით, 15-წლიანი ტანჯვის შემდეგ, როგორც იქნა, ჯანმრთელია. ვარსკვლავი წლების განმავლობაში სხვადასხვა ინფექციური დარღვევითა და ლაიმის დაავადებით იტანჯებოდა.
„პატარა მეს, რომელიც იტანჯებოდა, ახლა რომ ვენახე, ძალიან იამაყებდა, რადგან არ დავნებდი. მადლობა ჩემს დედას ჩემი სამედიცინო ჩანაწერების შენახვისთვის, გვერდში დგომისთვის, იმისთვის, რომ არასდროს მტოვებდა, მიცავდა და მხარს მიჭერდა, თუმცა ყველაზე მეტად მისი მადლიერი იმის გამო ვარ, რომ ამ რთულ დროს ჩემი სჯეროდა“, – წერს ბელა.
როგორც ჩანს, ის ახლო მომავალში არ აპირებს პოდიუმზე დაბრუნებას, თუმცა საბოლოო გამოჯანმრთელების შემდეგ, მოდის ინდუსტრიას აუცილებლად დაუბრუნდება.
„ნუთუ ეს დედა-შვილია?“ – ბელა ჰადიდი 58 წლის იოლანდასთან ერთად გამოჩნდა