LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქლოი მორეცმა ბრუკლინ ბექჰემის შემცვლელი იპოვა (18+)

7051866-0-image-a-25_1544031158026

ბრუკლინ ბექჰემთან დაშორების შემდეგ, როგორც ჩანს, ქლოი მორეცს გული ბიჭებისკენ აღარ მიუწევს. ,,მეხუთე ტალღის” ვარსკვლავი პაპარაცებმა მალიბუს ქუჩებში მაშინ გადაიღეს, როცა ის მეგობარ გოგონას, კეიტ ჰარისონს ვნებიანად კოცნიდა.

ინსაიდერის ინფორმაციით, ახალგაზრდა ლამაზმანებმა რომანტიკული პაემანი მოიწყვეს. საინტერესოა, რომ წყვილი მათი ურთიერთობის საჯაროდ აფიშირებას თავს არიდებს, თუმცა მათი გამოჭერა ფოტოგრაფებმა მაინც მოახერხეს.

21 წლის ქლოის ახალ რჩეულზე ცნობილი ბევრი არაფერია. მედიამ გაარკვია, რომ 27 წლის კეიტი, ამერიკელი მსახიობების, გრეგორი ჰარისონისა და რენდი ოუკსის მესამე ქალიშვილია, რომელიც სხვადასხვა გამოცემის, მათ შორის Playboy-ის მოდელად მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში, მორეცი, რამდენიმე წლიანი ურთიერთობის შემდეგ, დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროს ვაჟიშვილს, ბრუკლინს საბოლოოდ დაშორდა. ცნობილია, რომ წყვილის გზები ამ უკანასკნელის ღალატის გამო გაიყარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები