LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,რა ღირს შენი ტანსაცმელი?” – დრეიკის ძვირადღირებული ლუქის ფასი ცნობილია (ვიდეო)

185
11845542-0-image-a-9_1554362564059

იმ ფონზე, როცა დრეიკი ევროპულ ტურნეში იმყოფება, როგორც ჩანს კანადელი რეპერი სოციალური ქსელისთვისაც იცლის და სახალისო ინტერვიუებსაც სიამოვნებით თანხმდება.

32 წლის ვარსკვლავი, რომელიც ამჟამად კონცერტებს ლონდონში მართავს, ინგლისელი იუთუბერის, აისკოფის ვლოგის სტუმარი გახდა.

,,რა ღირს შენი ტანსაცმელი?” – ასე ჰქვია რუბრიკას, რომლისთვისაც ჰიპ-ჰოპ შემსრულებელმა მისი ლუქის თითოეული დეტალი შეაფასა.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ,გრემის” ლაურეატი არტისტის ერთი დღის ჩაცმულობის ფასი საერთო ჯამში 979,000 დოლარი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ დრეიკი ერთ-ერთია იმ ვარკვლავებს შორის, რომლებიც ფინანსური კეთილდღეობით ნამდვილად დაიკვეხნიან. ცოტა ხნის წინ, მან თავისი მობილური ტელეფონის ჩასადებისთვის საიუველირო მაღაზიას Jason of Beverly Hills სპეციალური შეკვეთა მისცა და 18-კარატიანი თეთრი ოქროსა და ლურჯი ბრილიანტებით გაწყობილი ქეისი, 400 000 დოლარად შეიძინა.

დრეიკმა მობილური ტელეფონის ჩასადებში სოლიდური თანხა გადაიხადა (ფოტო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები