LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეგე-ჟან პეიჯს „ბრიჯერტონის“ მე-2 სეზონში ვეღარ ვიხილავთ

176
41297998-0-image-a-141-1617464054192

გასული წლის ბოლოს, „ნეტფლიქსმა“ ახალი სერიალი „ბრიჯერტონი“(Bridgerton) გამოუშვა, რომელმაც მაყურებლების დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა. შოუმ „ნეტფლიქსის“ ყველა რეკორდი მოხსნა და პლატფორმის ყველაზე პოპულარული სერიალის ტიტულიც მოიპოვა.

„ბრიჯერტონმა“ 82 მილიონი ნახვით „ნეტფლიქსის“ ყველა რეკორდი მოხსნა

გარდა იმისა, რომ სერიალის სიუჟეტი მართლაც საინტერესოა, მაყურებლის ყურადღება მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა, რეგე-ჟან პეიჯმა მიიპყრო. მას უკვე ურიცხვი თაყვანისმცემელი ჰყავს. თუმცა, ახლახანს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა, მას „ბრიჯერტონი“-ის  მე-2 სეზონში ვეღარ ვიხილავთ.

ამბავი „ტვიტერზე“ სერიალის პერსონაჟის, ლედი ვისლდაუნის სახელით გავრცელდა:

„ძვირფასო მკითხველო, გატყობინებთ, რომ რეგე-ჟან პეიჯი, რომელიც ჰასტინგსის ჰერცოგის როლს ტრიუმფალურად ასრულებდა, ვემშვიდობებით. მოგვენატრება საიმონი, მაგრამ ის სამუდამოდ ბრიჯერტონის ოჯახის წევრი იქნება“, – ნათვქამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მეორე სეზონის სცენარი ამერიკელი ავტორის, ჯულია ქუინის რომანს, „ვიკონტი, რომელსაც ვუყვარდი“ დაეფუძნება. ამჯერად სიუჟეტი ენტონი ბრიჯერტონის სასიყვარულო ისტორიის ირგვლივ განვითარდება.

ფოტო: „ბრიჯერტონის“ მე-2 სეზონის გადასაღები მოედნიდან პირველი კადრები ვრცელდება
„პორნოს უყურებ?“ – ეშტონ კატჩერს ეგონა, რომ მილა კუნისი „ბრიჯერტონის“ ნაცვლად პორნოგრაფიას უყურებდა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები