როგორც ცნობილია, რენე ზელვეგერი NBC-ის ახალ კრიმინალურ დრამაში იღებს მონაწილეობას. მან სერიული მკვლელის, პემ ჰაპის როლი უნდა მოირგოს. გასულ კვირას გადასაღები მოედნიდან პირველი ფოტოები გავრცელდა. რენე როლისთვის რადიკალურადაა შეცვლილი.
„ეს რენე ზელვეგერია?“ – მსახიობის უეცარი გამოჩენა და შეცვლილი ვიზუალი
ამჯერად 52 წლის მსახიობი ნიუ-იორკის ქუჩებში სხვა ტანისამოსით გამოჩნდა, მას შავი შარვალი და ცისფერ ფერებში გადაწყვეტილი სპორტული მოსაცმელი ეცვა. აღსანიშნავია, რომ მსახიობს წონის მოსამატებელ კოსტიუმთან ერთად, სახეზე გრიმიც აქვს გაკეთებული, მისი ცნობა შეუძლებელია.