რენე ზელვეგერი NBC-ის ახალ კრიმინალურ დრამაში იღებს მონაწილეობას. მან სერიული მკვლელის, პემ ჰაპის როლი უნდა მოირგოს. ზოგადად, რენე იმ მსახიობთაგანია, რომლებიც როლისთვის ყველაფერს აკეთებენ. გაგახსენებთ საკულტო კომედიურ მელოდრამას, „ბრიჯიტ ჯონსის დღიურებს“, რომლისთვისაც მსახიობმა 30 კილო მოიმატა.
თუმცა, როგორც ჩანს აღნიშნული ფილმისთვის რენე სპეციალურ დიეტაზე დაჯდომას და ფორმების შეცლას არ აპირებს. სულ ცოტა ხნის წინ ის გადაღებებზე დააფიქსირეს, მისი ცნობა მართლაც შეუძლებელი იყო, ამჯერად რენემ ხერხს მიმართა და წონის ვიზუალურად მოსამატებლად სპეციალური კოსტიუმი მოიგო.
მას დიდი ზომის დუტის ქურთუკი და ჯინსის შარვალი ეცვა, მსახიობს ვარცხნილობაც შეცვლილი ჰქონდა. ინტერნეტსივრცეში ფოტოების გავრცელების შემდეგ დიდი აჟიოტაჟი ატყდა, საზოგადოებას ეგონა, რომ ზელვეგერმა წონაში მოიმატა, თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ მსახიობს უბრალოდ კოსტიუმი ეცვა.