რიდლი სკოტი ,,გლადიატორის” სიქუელზე მუშაობს. გავრცელებული ინფორმაციით, ,,ოსკაროსან” რეჟისორსა და Paramount Pictures შორის შეთანხმება მიღწეულია, თუმცა როდის შედგება კინოსურათის პრემიერა ჯერჯერობით უცნობია.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფილმის მეორე ნაწილი ლუციუსზე, რომის იმპერატორის, კომოდუსის დის, ლუცილას შვილზე მოგვითხრობს, რომელსაც პირველ ეპიზოდშიც ვხვდებით.
ინსაიდერის თქმით, ფილმში შესაძლოა კვლავ გამოჩნდნენ რასელ ქროუ, ხოაკინ ფენიქსი და კონი ნილსენი. დეტალები იმის შესახებ თუ რა როლი ექნებათ ლეგენდარულ მსახიობებს მომავალ პროექტში არ ხმაურდება.