LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა ყოფილი ცოლი სიმღერას გიძღვნის და ის ჰიტი ხდება“ – ლიამ ჰემსვორთი Flowers-ის გავრცელების შემდეგ პირველად გადაიღეს

776
page

მაილი საირუსის მიერ,  სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებულმა ახალმა სინგლმა Flowers, Spotify-ის ისტორიაში რეკორდი მოხსნა და ყველაზე ხშირად მოსმენადი სიმღერა გახდა. გამოსვლიდან პირველი კვირის განმავლობაში კომპოზიციამ პლატფორმაზე 100 მილიონზე მეტი მოსმენა დააგროვა და არაერთი ჩარტის სათავეშიც მოხვდა. სიმღერა მაილიმ ყოფილი ქმრის, ლიამ ჰემსვორთის დაბადების დღეზე გაავრცელა.

„როცა ყოფილი ცოლი სიმღერას გიძღვნის და ის ჰიტი ხდება“, – მღერის მაილი და ცხადია, ამ სიტყვებს ლიამს უძღვნის.

სინგლის გამოსლის შემდეგ ლიამი პაპარაცებმა პირველად გადაიღეს, ის მალიბუზე, ახალი ფილმის, „მარტოხელა პლანეტას“გადაღებების დროს დააფიქსირეს. სანაპიროზე ჰემსვორთს ნაცრისფერი შარვალი და სალათისფერი პერანგი ეცვა.

„როცა ყოფილი ცოლი სიმღერას გიძღვნის და ის გაჰიტდება“, „როგორი ამაყია“, – წერენ კომენტარებში.

„მას თავად შეუძლია იყიდოს ყვავილები და თავად დაამყაროს რეკორდები“ – მაილი საირუსის ახალმა სინგლმა Flowers, Spotify-ის ისტორიაში რეკორდი მოხსნა

მაილი საირუსი ცეცხლოვან სინგლს ავრცელებს, რომელშიც ყოფილ ქმარზე, ლიამ ჰემსვორტზე მღერის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები