LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარა ჯესიკა პარკერი გვასწავლის, როგორ შევუხამოთ კონტრასტული ფერები გემოვნებით

236
page

სარა ჯესიკა პარკერი პაპარაცებმა ამჯერად ისევ ნიუ-იორკში გადაიღეს, როცა ის სერიალის „ასე უბრალოდ“ მორიგ სეზონს იღებდა. ქერი ბრედშოუს როლის შემსრულებელი ბრწყინავდა ორი კონტრასტული ფერის სამოსში. მას ატლასის იასამნისფერი შარვალი მწვანე ზედასთან ჰქონდა შეხამებული. ერთი შეხედვით, ეს ორი კონტრასტული ფერი, საერთოდ არ უხდება ერთმანეთს, თუმცა, სარამ მათი გემოვნებით შეხამება შეძლო.

ანსამბლს იისფერი ფეხსაცმელი და ბისერებით გაფორმებული ამავე ფერი ჩანთა ასრულებდა.

„ასე უბრალოდ“ – 57 წლის სარა ჯესიკა პარკერი გადასაღებ მოედანზე

გოგონები ნიუ-იორკის ქუჩებს იპყრობენ – სარა ჯესიკა პარკერისა და სინტია ნიქსონის უახლესი ფოტოები გადასაღები მოედნიდან შესანიშნავ განწყობას შეგიქმნით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები