რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჟერარ პიკე კლარა ჩია მარტიზე დაქორწინებას გეგმავს. მედიის ცნობით, ნიშნობა სიმბოლურ ვითარებაში, პიკეს ძმის, მარკის ქორწილში უნდა შედგეს, რომელიც 24 ივნისს გაიმართება.
ბოლო რამდენიმე კვირა ფეხბურთელისა და არტისტის ვაჟებმა, საშამ და მილანმა ზაფხულის არდადეგები ბარსელონაში, მამასთან გაატარეს, თუმცა ახლა ისინი უკვე მაიამიში იმყოფებიან.
პაპარაცებმა ჟერარი შვილებთან ერთად აეროპორტში გადაიღეს, მას საკმაოდ უკმაყოფილო სახე ჰქონდა.
„ჟერარს ძალიან უნდოდა, რომ შვილები ქორწილში წაეყვანა, მაგრამ შაკირამ მათი სასწრაფო წესით დაბრუნება მოითხოვა“, – აცხადებს ინსაიდერი.
ჟერარ პიკე ქორწილისთვის ემზადება – სად აპირებს ფეხბურთელი ხელის თხოვნას საყვარელი ქალისთვის
„ჟერარ ფრთხილად“ – შაკირა შვილებთან ერთად მაიამიდან ბარსელონაში ბრუნდება