LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეხედეთ მის ხელებს“ – ანჯელინა ჯოლიმ წონაში კიდევ უფრო დაიკლო

15944
page

45 წლის მსახიობი, ანჯელინა ჯოლი ლოს-ანჯელესში საყიდლებზე დააფიქსირეს, მას თან ქალიშვილები – ვივიენი და საჰარა ახლდა. ყოველთვის, როცა ჯოლი პაპარაცების ობიექტივში ხვდება, საზოგადოების ყურადღებას მისი სიგამხდრე იქცევს. ჯოლიმ წონაში კიდევ უფრო მეტად დაიკლო.

„შეხედეთ მის ხელებს“, – წერენ სოციალურ ქსელში.

საყიდლებისთვის ვარსკვლავმა სრულიად თეთრი ლუქი აარჩია. თეთრ, კლასიკურ კაბას „ფენდის“ ღია ფეხსაცმელი შეუხამა, ხელში კი „დიორის“ ჩანთა ეჭირა.

შეგახსენებთ,  ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ შობის დღესასწაულზე შვილები გაინაწილეს. ბრედმა შობა თავის ბიოლოგიურ შვილებთან, შაილოსთან და ტყუპებთან, ვივიენთან და ნოქსთან ერთად გატარა. ანჯელინამ კი დღესასწაულები 15 წლის ზაჰარასთან, 16 წლის პაქსკთან და 19 წლის მედოქსთან ერთად აღნიშნა. ცნობისთვის 57 წლის ბრედ პიტი არდადეგებს თავის მეგობართან, Red Hot Chili Peppers – ის ბასისტთან ფლისთან ერთად ტერქსისა და კაიკოსის კუნძულებზე ატარებს.

57 წლის ბრედ პიტი დაივინგის დროს გადაიღეს - პაპარაცული ფოტოები

არდადეგებს ვარსკვლავი თავის მეგობართან, Red Hot Chili Peppers - ის ბასისტთან  ფლისთან ერთად ატარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები