LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეხედეთ მის წელს“ – 65 წლის შერონ სტოუნმა წელზე მოოქრული კაბით გაიბრწყინა

270
page

ვაშინგტონში Women Making History Awards-ის ღონისძიება გაიმართა. წითელ ხალიჩაზე განსაკუთრებული ყურადღება, „ძირითადი ინსტინქტის“ ვარსკვლავმა, შერონ სტოუნმა დაიმსახურა. რომელიც ამჯერად თეთრი, წელზე მოოქრული გრძელი კაბით გამოჩნდა. 65 წლის სტოუნმა „ელი სააბის“ კაბას ოქროსფერი ფეხსაცმელი და პატარა ჩანთა შეუხამა.

„შეხედეთ მის წელს, ზღაპრულ ფორმაშია“, „უკიდურესად დახვეწილია“, – წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ვარსკვლავი გამოცემა ELLE-ს გარეკანზე მოხვდა. აღსანიშნავია, რომ მსახიობი ბოლო პერიოდში გამოირჩევა თვალწარმტაცი „ლუქებით“ და საზოგადოების აღტაცებას არ წყვეტს.

თეთრი პიჯაკი შიშველ სხეულზე და „სკიაპარელის“ ყელსაბამი – 65 წლის შერონ სტოუნი ELLE-ს გარეკანს ამშვენებს

მბზინავი კაბა ბისერებითა და ხელთათმანით – 65 წლის შერონ სთოუნი წითელ ხალიჩაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები