LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შელახული რეპუტაციისთვის და მორალური ზიანისთვის…“ – ემბერ ჰარდს ოფიციალურად დაეკისრა ჯონი დეპისთვის 10 მილიონი დოლარის გადახდა

193
Untitled434343

დეპი-ჰარდის სასამართლო პროცესი 3 კვირის წინ, ჯონი დეპის გამარჯვებით დასრულდა. ჰარდს ყოფილი ქმრისთვის კომპენსაციის სახით, 8 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.

„ბოლო ცენტებს ითვლის“ – ემბერ ჰარდი ბიუჯეტურ მაღაზიაში გადაიღეს

„მისტერ დეპისთვის ფულს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“ – ჯონი დეპი ემბერ ჰარდისგან ფულს სავარაუდოდ არ აიღებს

თუმცა, საბოლოო ვერდიქტი სულ რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, ვარსკვლავური წყვილის ადვოკატებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ჰარდს ოფიციალურად დაეკისრა ყოფილი ქმრისთვის ფულადი კომპენსაციის გადახდა.

„მისის ჰარდმა მისტერ დეპს შელახული რეპუტაციისთვის და მორალური ზიანისთვის 10 მილიონი ამერიკული დოლარი უნდა გადაუხადოს“, –  ნათქვამია დასკვნაში.

შეგახსენებთ,  ცოტა ხნის წინ კამილა ვასკესმა განაცხადა, რომ ჯონისთვის ფულს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და შესაძლოა ემბერს თანხა არ გამოართვას, თუმცა საბოლოოდ რა გადაწყვეტილება მიიღო ჯონმა, უცნობია. ახლა ემბერ ჰარდი გაკოტრების პირასაა, ის „აქუამენის“ როლიდან მოხსნეს და არც მიმდინარე პროექტებში მიიწვიეს.

„მას დასაკარგი აღარაფერი აქვს, წიგნში ყველაფერს მოყვება“ – ემბერ ჰარდი ჯონი დეპთან ურთიერთობის შესახებ მემუარებს დაწერს

„ემბერ ჰარდი აღიარებს, რომ მან მოიტყუა, როდესაც განაცხადა, რომ ჯონი დეპმა ის გააუპატიურა“ – „დეილი მეილი“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები