LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შერონ სტოუნს ახალი რომანი აქვს (ფოტო)

6896848-0-image-a-20_1543710915777

გასული წლის შემოდგომაზე, შერონ სტოუნმა ყველასთვის მოულოდნელად შვეიცარიელ ბიზნესმენთან, ანჯელო ბოფასთან ნიშნობა გააუქმა.

გაირკვა, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი მარტო დიდხანს არ დარჩენილა, რადგან მედია 60 წლის მსახიობისა და მასზე 10 წლით უმცროს იტალიელ ჟურნალისტსა და ადამიანის უფლებათა დამცველის, ენცო კურსიოს რომანზე ალაპარაკდა.

ინსაიდერის ინფორმაციით, წყვილმა ურთიერთობა 2013 წელს დაიწყო, თუმცა ამ დრომდე მათ მხოლოდ მეგობრობა აკავშირებდათ. ოფიციალური განცხადება ურთიერთობის შესახებ სტოუნსა და კურსიოს ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ, თუმცა ისინი ერთად რამდენჯერმე რომში დააფიქსირეს, სადაც სერიალის ,,ახალგაზრდა პაპი” გადაღებები მიმდინარებს, რომელშიც ამერიკელი ლამაზმანი მონაწილეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები