LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მუდამ აქტუალური და სასურველი“ – 65 წლის შერონ სტოუნის შოკისმომგვრელი ფოტოსესია

139
page

„ძირითად ინსტინქტის“ ვარსკვლავი, შერონ სტოუნი ბრიტანული გამოცემის Puss Puss-ის გარეკანზე მოხვდა. ფოტოსესია საოცრად ცეცხლოვანი და პიკანტური გამოვიდა. 65 წლის მსახიობი ბადე კოლჰოტსა და თეთრ პერანგში იყო გამოწყობილი ფოტოებს დიდი აღფრთოვანება და უამრავი კომენტარი მოჰყვა.

„ძირითად ინსტინქტს გაგიძლიერებთ“, „სასწაული ქალია“, „მუდამ აქტუალური და სასურველი“, – არ წყდება კომენტარები.

ერთი „ლუქი“ 16 000 დოლარად – 65 წლის შერონ სტოუნის შთამბეჭდავი გამოჩენა ტყავის ტანისამოსში

ცოტა ხნის წინ, სტოუნმა გამოცემა  People-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ჯანმრთელობის პრობლემებზე ალაპარაკდა. მისი თქმით, მას ახალ პროექტებში იმიტომ არ იწვევენ, რომ ის შშმ პირია.

„დიდი ხანი ვცდილობდი საკუთარი თავი მომეტყუებინა, რომ ყველაფერი კარგად იყო. მე 8 საათიანი უწყვეტი ძილი მჭირდება იმისთვის, რომ წამლებმა იმოქმედოს. ინსულტის გადატანის შემდეგ დიდი ხანი კარგად ვერ ვხედავდი და ენაც მებმოდა. რეაბილიტაციისთვის 8 წელი დამჭირდა“, – აცხადებს სტოუნი.

„წითელზე რომ გავჩერდი, ადამიანები ჩემს ავტომობილზე ძვრებოდნენ“ – 65 წლის შერონ სტოუნი იხსენებს „ძირითადი ინსტინქტის“ წყალობით, ერთ ღამეში მოპოვებულ პოპულარობას

 

View this post on Instagram

 

A post shared by Sharon Stone (@sharonstone)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები