LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნარკოდამოკიდებული, ცოლიანი და განშორებისგან გულგატეხილი“ – 65 წლის შერონ სტოუნი წარუმატებელ პაემნებს იხსენებს

161
page

შერონ სტოუნმა, რომელსაც 65 წელი შეუსრულდა, გამოცემა The Times-ს წარუმატებელი პაემნების შესახებ უამბო. „ძირითადი ინსტინქტის“ ვარსკვლავი გამოტყდა, რომ მამაკაცებს ხშირად ხვდება და ამისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებს, მისი განცხადებით, ის Tinder-ის აპლიკაციითაც სარგებლობს. თუმცა, სამწუხაროდ ყველა პაემანი წარმატებული როდია.

„მამაკაცს შევხვდი, რომელიც ნარკოდამოკიდებული იყო, ის ათჯერ უფრო ცუდად გამოიყურებოდა რეალობაში, ვიდრე იმ ფოტოში, რომელიც მან გამომიგზავნა, ისე შემებრალა, რომ რაღაც პერიოდი ზრდილობისთვის ვეკონტაქტებოდი. მეორე მამაკაცი, რომელსაც შევხვდი ცოლიანი იყო, მესამე კი განშორებისგან გულგატეხილი“, – იხსენებს მსახიობი, რომელიც ამ ეტაპზე აღარავის ხვდება.

შერონ სტოუნს უთვალთვალებს მამაკაცი, რომელიც ირწმუნება რომ მსახიობს მისგან ვაჟი შეეძინა – ინტერნეტსივრცეში ვრცელდება წერილი

ერთი „ლუქი“ 16 000 დოლარად – 65 წლის შერონ სტოუნის შთამბეჭდავი გამოჩენა ტყავის ტანისამოსში

„მუდამ აქტუალური და სასურველი“ – 65 წლის შერონ სტოუნის შოკისმომგვრელი ფოტოსესია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები