LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შერონ სტოუნს უთვალთვალებს მამაკაცი, რომელიც ირწმუნება რომ მსახიობს მისგან ვაჟი შეეძინა – ინტერნეტსივრცეში ვრცელდება წერილი

134
76801051-0-image-a-23_1697807065

65 წლის შერონ სტოუნს უკვე ორი წელია უთვალთვალებს მამაკაცი. ამის გამო მსახიობი და მისი ოჯახი მუდმივი წნეხის ქვეშ იმყოფა.  ამის შესახებ დასავლური მედია აქტიურად წერს.

მამაკაცი, სახელად სანდორ ბოროსი, ყოფილი სამხედროა. ის უნგრეთის ჯარში მრავალი წელი მსახურობდა. მამაკაცი ირწმუნება, რომ 1986 წელს, როდესაც სტოუნი 28 წლის იყო, მასთან რომანი ჰქონდა, მისგან ვაჟი, ჯეიმსი გააჩინა, რომელიც გარდაიცვალა. სწორედ ახალშობილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი აინტერესებს მას.

„ეს მამაკაცი შერონის დედის სახლშიც მივიდა, რათა მსახიობის საცხოვრებელი სახლის ზუსტი მისამართი გაეგო. მისი აგრესია უკვე ყოველგვარ საზღვარს სცილდება“, – აცხადებს ინსაიდერი.

აგრეთვე ირკვევა, რომ მამაკაცმა „ძირითადი ინსტინქტის“ ვარსკვლავს წერილიც გაუგზავნა.

„ახლახან მე ლოს-ანჯელესში დავბრუნდი და დედაშენის სახლში მივედი. ვესაუბრე შენს ძმას, რომელიც ძალიან მეუხეშა. მინდა შენთან შეხვედრა, რათა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორი ცხოვრება გველოდა ერთად. დამიკავშირდი გთხოვ“, – ვკითხულობთ გზავნილში.

აღსანიშნავია, რომ ოჯახმა უკვე აიყვანა ცნობილი კერძო დეტექტივი, პოლ ბერეზი, რომელსაც მანამდე უამრავ ცნობილ ადამიანთან  უმუშავია.

ვიდეო: შერონ სტოუნი იერუსალიმზე საუბრისას ატირდა

„წითელზე რომ გავჩერდი, ადამიანები ჩემს ავტომობილზე ძვრებოდნენ“ – 65 წლის შერონ სტოუნი იხსენებს „ძირითადი ინსტინქტის“ წყალობით, ერთ ღამეში მოპოვებულ პოპულარობას

„სხეული დავტოვე და გარდაცვლილებს ვეკონტაქტებოდი“ – შერონ სტოუნმა ინსულტის შემდეგ გადატანილი კლინიკური სიკვდილი გაიხსენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები