LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიახლეები „ფორტუნა პლუსის“ ვებზე – როგორ მოვიძიოთ საიტზე ეთერში გასული სიმღერა

1229
fortunaplus chart_1

მცირე ხნის წინ „ფორტუნა პლუსი“ ახალი საიტით რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ერთიანი ვებპლატფორმის ნაწილი გახდა. Fortuna.ge ოთხი რადიოსადგურის, „ფორტუნას“, „ფორტუნა პლუსის“, არ დაიდარდოსა“ და „ავტორადიოს“ საიტებს ერთ სივრცეში აერთიანებს, მათი მონახულება fortuna.ge-ს სტუმრობითაც შეგიძლიათ და ცალ-ცალკეც, თუკი საიტების მისამართებს აკრეფთ.

Fortunaplus.ge-ს სიახლეების შესახებ რადიოს მენეჯერი, რეზო კაკულია ვრცლად გვესაუბრა.

ჩვენი ჰოლდინგის ახალი ვებპლატფორმა აერთიანებს ოთხი რადიოსადგურის საიტს, მათ შორის, ჩვენი რადიოს საიტიც გახლავთ. „ფორტუნა პლუსი“ არა მხოლოდ ეთერში სთავაზობს სიახლეებს მსმენელს, არამედ მის გარეთაც. 21-ე საუკუნეში ინტერნეტი მომხმარებელთან წვდომის მნიშვნელოვანი გზაა. თავისი ფორმატიდან გამომდინარე, „ფორტუნა პლუსი“, უახლესი ჰიტების რადიოსადგურია. მსმენელს შეუძლია ბევრი სიახლის გაგება არა მხოლოდ შოუბიზნესის სფეროზე. ყოველდღიურად თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს საიტს და ნახოთ ათი უახლესი სინგლი მაინც, გარდა ამისა, შეხედოთ, რომელი სიმღერები შევიდა ტოპათეულში მსოფლიო ჩარტებზე დაყრდნობით. საიტზე ფორმატს მეტ-ნაკლებად არ ვზღუდავ, რადგან თუკი რომელიმე ვარსკვლავს ახალი სიმღერა აქვს და ის ჩვენი რადიოს ფორმატს არ ერგება, ჩვენ მას ჩვენს საიტზე განვათავსებთ და მსმენელს ასე მივცემთ მისი მოსმენის საშუალებას.

რაც შეეხება ინოვაციასა და სიახლეს, რომელიც, ვფიქრობ, ქართულ საიტებზე არ მოიძებნება, ეს პირველ რიგში არის რადიოს სპეციალური ფლეერით საიტზე მოსმენის საშუალება, გარდა ამისა, ამავე ფლეერში, პარალელურად, ნახავთ არტისტის ფოტოს და ტექსტს, ასევე ბიოგრაფიასაც. უცხოურ საიტებზე მსგავსი რამ მაქვს ნანახი, საქართველოში – არა. ჩვენ სატესტო რეჟიმში ვართ და ეს იმას ნიშნავს, რომ ექსპერიმენტის რეჟიმში ვართ, ჯერ „ფორტუნა პლუსიდან“ დავიწყეთ, თუმცა, მალე ჩვენი სხვა რადიოების საიტებსაც ექნება მსგავსი რამ. დიდი ვარსკვლავების შესახებ ქართულად ნათარგმნ ბიოგრაფიებს უკვე ნახავთ, თუმცა ინფორმაციას თანდათან ვამატებთ და ვაახლებთ. მოგეხსენებათ, ზოგიერთი ახალი ვარსკვლავის შესახებ მწირი ინფორმაციაა, თუმცა ამასაც ვიძიებთ და ვცდილობთ, ორიოდ სიტყვით მაინც მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებელს.


ჩვენი ფლეერი ასევე გაძლევთ საშუალებას, რომ მოიძიოთ რადიო „ფორტუნა პლუსის“ ეთერში გასული ნებისმიერი სიმღერა და მასზე მცირე ინფორმაცია.

რადგან მუსიკას შევეხეთ, უნდა ითქვას, რომ fortuna.ge-ს აქვს განყოფილება „მუსიკა“, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ცნობილი მუსიკოსების ბიოგრაფიული მონაცემები, ანბანის მიხედვით, ასევე განვათავსეთ ლეგენდარული შემსრულებლების ცნობილი ლაივკონცერტები, რომელთა მოსმენა მელომანებისთვის, ჩვენი აზრით, საინტერესო იქნება. საიტი, რადიოსგან განსხვავებით, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიზუალიც ჩავრთოთ. ახალი სინგლების მოსმენა და ნახვა ასევე შეგიძლიათ ამავე განყოფილებაში, ეს იქნება ახალი ქართული თუ უცხოური სიმღერა, მოისმინოთ ყველა ახალი შემოსული კომპოზიცია. არ გამოვრიცხავ, რომ ამ კატეგორიებს კიდევ დაემატოს რაიმე ახალი, რადგან ჯერ კიდევ მუშაობის პროცესი მიმდინარეობს.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები