ჯენიფერ გარნერისა და ჯონ მილერის რომანზე, დასავლური მედია, დიდი ხანია წერს. დღეს კი 50 წლის გარნერმა ურთიერთობის გასაჯაროებაც გადაწყვიტა. ამდენად, პაპარაცებს არ გაძნელებიათ შეყვარებული წყვილის ერთად გადაღება ლოს-ანჯელესში.
გარნერი და მისი ახალი ბოიფრენდი ფოტოგრაფებმა მაშინ გადაიღეს, როცა მსახიობი რჩეულს კოცნიდა. მათ ახლდა გარნერის ვაჟი სამუელიც, რომელიც ფოტოებზეც ჩანს. ეს არის პირველი შემთხვევა ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის ქორწინების შემდეგ, როცა გარნერი ახალ მეგობარ მამაკაცთან ერთად ჩნდება.
ჯეი ლო კიდევ ერთხელ დაიწუნეს – ბენ აფლეკის დედას ჯენიფერ ლოპესს ჯენიფერ გარნერი ურჩევნია
ბენ აფლეკი ყოფილი ცოლის, ჯენიფერ გარნერის ნიშნობით კმაყოფილი და ბედნიერი ჩანს