LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფი ტერნერი საბერძნეთისა და დანიის პრინცესას ექს-შეყვარებულს, მილიონერ პერეგრინ პირსონს ხვდება

177
page

27 წლის სოფი ტერნერი და 29 წლის ბრიტანელი არისტოკრატი, პერეგრინ პირსონი ერთმანეთს ხვდებიან. ამის შესახებ გამოცემა The Sun წერს და წყვილი უახლეს ფოტოებს ავრცელებს, სადაც ისინი ერთმანეთს პარიზის ქუჩაში კოცნიან.

„ისინი სასტუმროში სხვადასხვა ავტომობილით მივიდნენ. ქუჩაში რამდენიმე წუთით იდგნენ, მხიარულად საუბრობდნენ,  შემდეგ კი მათ ერთმანეთს მხურვალედ აკოცეს“, – ჰყვება ინსაიდერი.

ცნობისთვის სოფი ტერნერი ჯო ჯონასს 4 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა. მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ. რაც შეეხება პირსონს, ის სულ ცოტა ხნის წინ საბერძნეთის და დანიის პრინცესას, მეფე კარლ II-ის ნათლულს, მარია ოლიმპიას დაშორდა, რომელსაც სამი წელი ხვდებოდა. მისი ქონება ამ ეტაპზე 224 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

სოფი ტორნერი ჯო ჯონასს სასამართლოში უჩივის – სკანდალური დეტალები გასაჯაროვდა

„ჯო ჯონასმა სოფი ტერნერს შვილები ექს-შეყვარებულის, ტეილორ სვიფტის სახლში მიუყვანა“ – უახლესი ფოტოები და სიახლეები წყვილის შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები