LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტის საკონცერტო ფილმმა გაქირავების ყველა რეკორდი პირველივე კვირაში მოხსნა

270
ტეილორ-სვიფტი

ახალი საკონცერტო ფილმი Taylor Swift: The Eras Tour ყველა რეკორდს ხსნის, ისევე როგორც თავად ტეილორ სვიფტი, ახალი ალბომებით,  კონცერტებითა თუ ახალი რომანით.

მარტო სადებიუტო ანუ საპრემიერო კვირაში, ფილმის Taylor Swift: The Eras გაქირავებიდან შემოსულმა თანხამ, 97 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს არის კინო გაქირავებიდან მიღებული, ყველაზე მსხვილი შემოსავალი მსოფლიო კინოს ისტორიაში, კონკრეტულად ამ ჟანრის ფილმების კატეგორიისთვის.

სვიფტის ამ რეიტინგმა პოპულარული ფილმის, „ჯოკერის“ შემოსავლებსაც გადაუსწრო, რომელმაც 2019 წელს, გამოსვლიდან პირველივე კვირაში, გაქირავებით 96 მილიონი დააგროვა.

ექსპერტები თვლიან, წინასწარ დაგეგმილი პიარ კამპანიის შემთხვევაში, ფილმი ბევრად მეტ მოგებას მოიტანდა.  ფილმის პრემიერამდე მასშტაბური კამპანია არ დაგეგმილა.

რომანი დადასტურდა – ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი ყველაზე ლამაზ ვარსკვლავურ წყვილად აღიარეს

ვიდეო: ახალი ვარსკვლავური წყვილი – ტეილორ სვიფტი ფეხბურთელ, ტრევის კელსსთან დააფიქსირეს

ტეილორ სვიფტი „ოსკარ დე ლა რენტას“ ულამაზეს კაბაში ფილმის პრემიერაზე და სიურპრიზი ბიონსესგან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები