LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერაფერი შემაჩერებს, იმიტომ რომ ბრიუს უილისი ვარ“ – ბრიუს უილისის ემოციური ვიდეო არქივიდან

167
Untitledfd

სულ ცოტა ხნის წინ 67 წლის ბრიუს უილისს კიდევ ერთი დამანგრეველი დიაგნოზი დაუსვეს. მსახიობის ქალიშვილმა განაცხადა, რომ „აფაზიამ“ პროგრესირება განიცადა და ახალა მას „დემენცია“ აქვს. აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა, მეგობრები და კოლეგები ბრიუსს მხარდაჭერას უცხადებენ.

ყოველივე ამის ფონზე ინტერნეტსივრცეში მამოტივირებელი ვიდეო გავრცელდა, რომელიც 2018 წლით თარიღდება. უილისი ტრიბუნებზე დგას და სიტყვას აუდიტორიის წინაშე წარმოთქვამს.

„მე ტერორისტები მესხმოდნენ თავს, ასტეროიდები მეცემოდა, მესხმოდნენ თავს კინოკრიტიკოსები, ადვოკატები, განქორწინების საქმეზე და მე ამ ყველაფერმა ვერაფერი დამაკლო, მე ვერაფერი შემაჩერებს, იმიტომ რომ მე ბრიუს უილისი ვარ“, – აცხადებს მსახიობი.

ბრიუს უილისს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს

აი ასე ზრუნავენ გოგონები ბრიუსზე – დემი მური უილისების „შერეული ოჯახის“ ფოტოებს ავრცელებს

აფაზიის უმძიმესი დიაგნოზის შემდეგ, ბრიუს უილისი არ ნებდება და ფანტასტიკურ ფორმაშია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები