რამდენიმე დღის წინ, ოსკაროსანმა მსახიობმა, ტომ ჰენქსმა „ნეფე-პატარძალს“ სიურპრიზი მოუწყო. ყველაფერი დილით, სანტა-მონიკას სანაპიროზე მოხდა, როდესაც 65 წლის მსახიობი ვარჯიშობდა.
იქვე ერთსქესიანთა ქორწილი მიმდინარეობდა. როდესაც ეს ჰენქსმა დაინახა, მათ შორის ჩადგა და ფოტოები გადაიღო, ბოლოს კი განაცხადა, რომ მისთვის ერთსქესიანთა ქორწილი ყველაზე ლამაზი სანახაობაა. „ნეფე-პატარძალი“ მსახიობის ქმედებამ საოცრად გაახარა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მსახიობი საქორწინო ცერემონიალზე გამოჩნდა. რამდენიმე წლის წინ, ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში რამდენიმე დასამახსოვრებელი კადრის გადასაღებად მისულ წყვილს გზად მსახიობი შეხვდა, რომელმაც მათთან „სელფის“ გადაღება გადაწყვიტა.
სელფის გამო ტომ ჰენკსმა საქორწინო ცერემონია შეაჩერა