ელიზაბეტსა და რაიანს საკუთარი ქორწილი კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ. საქმე იმაშია, რომ ცერემონიის სტუმარი, ყველასთვის მოულოდნელად, ჰოლივუდის ვარსკვლავი, ტომ ჰენკსი გახდა.
ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში რამდენიმე დასამახსოვრებელი კადრის გადასაღებად მისულ წყვილს გზად მსახიობი შეხვდა, რომელმაც მათთან სელფის გადაღება და მილოცვა გადაწყვიტა.
ფოტოებზე, რომლებიც ინტერნეტში გავრცელდა, ახალდაქორწინებულების ბედნიერი სახე და კმაყოფილი ჰენკსი ჩანს.