LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ღამით არავის სძინავს, მაგრამ ძალიან ბედნიერები ვართ“ – ჯასტინ ტიმბერლეიკმა დაადასტურა, რომ მამა მეორედ გახდა

260
38134846-0-image-a-2-1610974546971

გასული წლის ივლისში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკი და მის მეუღლე, ჯესიკა ბილი მეორე შვილის მშობლები გახდნენ. თუმცა, აღნიშნული ფაქტი ოფიციალურად არავის დაუდასტურებია. ცოტა ხნის წინ 39 წლის ჯასტინი ელენ დეჯენერესის შოუში იმყოფებოდა, სადაც ინფორმაცია დაადასტურა.

„მას ფინესი ჰქვია, ის საოცრად საყვარელია. ჩვენ ღამით აღარ გვძინავს, თუმცა ძალიან ბედნიერები ვართ“, – განაცხადა ჯასტინმა.

აღსანიშნავია, რომ 38 წლის ჯესიკა ორსულობას საგულდაგულოდ მალავდა და ეს შესანიშნავად გამოუვიდა პანდემიის პერიოდში.

შეგახსენებთ, წყვილს 8 წლიანი ქორწინება აკავშირებს, ისინი 6 წლის ვაჟს ზრდიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები