თვის დასაწყისში, ტრაგიკული ინფორმაცია გავრცელდა. 34 წლის მოდელმა, კრისი ტაიგენმა და 41 წლის არტისტმა, ჯონ ლეჯენდმა ახალშობილი დაკარგეს. კრისი ორსულების 24-ე კვირაზე კლინიკაში ძლიერი სისხლდენით გადაიყვანეს, ახალშობილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ენით აღუწერელი ტკივილია“ – კრისი ტაიგენს და ჯონ ლეჯენდს შვილი დაეღუპათ
ცოტა ხნის წინ, ჯონ ლეჯენდმა Billboard Music Awards-ზე კომპოზიცია Never Break შეასრულა, გულისგამგმირავი პერფორმანსი არტისტმა თავის მეუღლეს, კრისი ტაიგენსა და დაღუპული შვილის ხსნოვნას მიუძღვნა. სიმღერის შესრულებისას არტისტს ეტყობოდა, რომ ცრემლებს ძლივს იკავებდა.