ჰოლივუდელი ლამაზმანი, ჯულია რობერტსი შვეიცარიული საიუველირო ბრენდის, Chopard-ის სახე გახდა და მის კამპანიაში Happy Sport მიიღო მონაწილეობა. 53 წლის ვარსკვლავი საოცრად ახალგაზრდულად გამოიყურებოდა და თითქოს „მონა ლიზას ღიმილი“, რომელიც მან საზოგადოებას ჯერ კიდევ 2003 წელს აჩუქა, კვლავ ზუსტად ისეთი იყო.
რეკლამაში რობერტს თეთრი პერანგი აცვია, თვალისმომჭრელად იღიმის და ცეკვავს.
მოგეხსენებათ ჯულია სამკაულების მოყვარული ქალბატონი გახლავთ. ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა აქსესუარების შესახებ ისაუბრა:
„მე ან არაფერი მიკეთია, ან ყველაფერი, როდესაც მე ყელსაბამს ვიკეთებ, ვიკეთებ ხუთს, როდესაც ვიკეთებ სამაჯურს ვიკეთებ ათს“, – განაცხადა ვარსკვლავმა.