LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: უილ სმიტის მხარდამჭერებმა ჯიმ ქერის წარსული ცოდვები გაუხსენეს

446
page

არ წყდება საუბარი „ოსკარის“ რიგით 94-ე დაჯილდოების ცერემონიალზე უილ სმიტისა და კრის როკის დაპირისპირების შესახებ, ამ ინციდენტის შესახებ ბევრი ითქვა. ერთ-ერთი ყველაზე მწვავე შეფასება მომხდარზე ლეგენდარულმა მსახიობმა, ჯიმ ქერიმ გააკეთა.

„უილ სმიტს კრის როკის ადგილზე 200 მილიონს მოვთხოვდი“, – განაცხადა ქერიმ

„უილ სმიტს კრის როკის ადგილზე 200 მილიონს მოვთხოვდი“ – ჯიმ ქერის მწვავე განცხადებები უილ სმიტისა და კრის როკის დაპირისპირების შესახებ

ამ განცხადების შემდეგ, უილ სმიტის გულშემატკივრებმა ჯიმ ქერის წარსული ცოდვები გაუხსენეს. ინტერნეტსივრცეში მსახიობის საარქივო ვიდეოები გავრცელდა, სადაც ის საზოგადოების წინაშე არც თუ ისე კარგად იქცევა.

საუბარია 1997 წლის MTV Movie Awards-ის ვიდეოზე, რომელშიც ქერი დაჯილდოების წამყვანს, ალისა სილვერსტოუნს უნებართვოდ კოცნის. ამის შემდეგ კი გავრცელდა ფოტო, სადაც აღბეჭდილნი არიან ჯიმ ქერი და უილ სმიტი, – თუ როგორც ცდილობს კომიკოსი სმიტს აკოცოს, თუმცა შეხლა-შემოხლის მიუხედავად ქერი ამას ვერ ახერხებს

ქერი ვისზე რას ლაპარაკობს?!, „ამას თავისი წარსული დავიწყებია“, – წერენ კომეტარებში.

ვიდეო: „საკმარისია“ – ჯიმ ქერი სამსახიობო კარიერას ასრულებს

უილ სმიტის მონაწილეობით ყველა პროექტი შეჩერდა

პირველი მსახიობი ისტორიაში, რომელსაც შესაძლოა „ოსკარი“ ჩამოართვან – უახლესი დეტალები უილ სმიტისა და კრის როკის დაპირისპირების შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები