LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი მსახიობი ისტორიაში, რომელსაც შესაძლოა „ოსკარი“ ჩამოართვან – უახლესი დეტალები უილ სმიტისა და კრის როკის დაპირისპირების შესახებ

789
Untitled.pngtrtrtr

2022 წლის „ოსკარის“ შესახებ კიდევ დიდ ხანს ისაუბრებენ. მას შემდეგ, რაც უილ სმიტმა კრის როკს სცენაზე სახეში ხელი გაარტყა, ამ ამბავმა ინტერნეტსივრცე მოიცვა. დაპირისპირება კი უილ სმიტის ცოლზე ხუმრობას მოჰყვა, როდესაც წამყვანმა მის გადაპარსულ თმაზე გააკეთა აქცენტი.

ვიდეო: „ოსკარის“ დაჯილდოებაზე უილ სმიტმა კრის როკს სახეში გაარტყა

ნიკოლ კიდმანის ემოცია, უილ სმიტის მიერ კრის როკის სილის გაწნაზე ინტერნეტსივრცეს იპყრობ

ბევრი ამბობს, რომ ეს დადგმა იყო, თუმცა, დაჯილდოების დასრულებიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ  ეს ყველაფერი შესაძლოა სმიტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოს ჩამორთმევის საფუძველი გახდეს. 2017 წელს მიღებული წესების მიხედვით, ჯილდოს გადაცემის დროს ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება აკრძალულია.

ასევე ირკვევა, რომ კომიკოსი ჩივილს არ აპირებს. თუმცა მაინც, უილ სმიტი  შესაძლოა ისტორიაში გახდეს პირველი მსახიობი, რომელსაც „ოსკარის“ ჯილდოს ჩამოართმევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები