LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ კიდმანის ემოცია, უილ სმიტის მიერ კრის როკის სილის გაწნაზე ინტერნეტსივრცეს იპყრობს

458
Untitled.pngDFGDGD

„ოსკარი“ 2022-ის რიგით 94-ე დაჯილდოების ცერემონიას ექსცესებისა და დასამახსოვრებელი მომენტების გარეშე არ ჩაუვლია. კრის როკმა ღონისძიებაზე ჯადა პინკეტ სმიტის გადაპარსულ თავზე იხუმრა, რამაც ჯადას ქმრის, უილ სმიტის განრისხება გამოიწვია, სმიტი სცენაზე ავიდა და კრის როკს სახეში გაარტყა.

ვიდეო: „ოსკარის“ დაჯილდოებაზე უილ სმიტმა კრის როკს სახეში გაარტყა

ფოტო: „წლის კოცნა“ – კრისტენ სტიუარტი წითელ ხალიჩაზე გულისსწორთან ერთად გამოჩნდა

ბუნებრივია, აუდიტორიაში აღნიშნულმა ქმედებამ, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, თუმცა ყველაზე ექსპრესიული მაინც ნიკოლ კიდმანი იყო, ის თავის მეუღლესთან, კიტ ურნაბთან ერთად პირველ რიგში იჯდა. სილის გაწნის მომენტში კი ხელაწეული წამოხტა და თავი ვერ შეიკავა. ფოტომ ინტერნეტსივრცე დაიპყრო. ნიკოლის რეაქციაზე უკვე უამრავი „მიმი“ გავრცელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები