მოდელმა, ბელა ჰადიდიმ ამერიკული „ვოგის“ გარეკანი დაამშვენა, აპრილის ნომრისთვის ბელამ არაერთი იმიჯი მოირგო და გამოცემას ვრცელი ინტერვიუც მისცა.
ბელა ჰადიდი „ვიქტორიას სიკრეტში“ ბრუნდება
საუბრისას მან პლასტიკურ ოპერაციებზე ისაუბრა და ბოლოს და ბოლოს აღიარა, რომ თოთხმეტი წლის ასაკში ცხვირის ოპერაცია გაიკეთა. მან აღნიშნა, რომ ბავშვობაში თავი ჯიჯიზე შეუხედავი ეგონა, რაც მის თვითშეფასებაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენდა.
„ვისურვებდი, ცხვირი არ შემეცვალა, ასაკთან ერთად მას მივეჩვეოდი… თუმცა ფილერები არასდროს გამიკეთებია. მე ყოველთვის ჩემს დაზე უშნო ვიყავი. შავგვრემანი გოგო, რომელიც ისეთი კარგი და კომუნიკაბელური არ იყო, როგორიც ჯიჯი. სწორედ ასეთი წარმოდგენა ჰქონდათ სხვებს ჩემზე. სამწუხაროდ, როდესაც თინეიჯერი ხარ, ხშირად იმას იჯერებ, რასაც გეუბნებიან“, – თქვა ბელამ.