„ოქროს სტანდარტი“ ასე შეაფასა 23 წლის პალესტინური წარმოშობის მოდელი ბელა ჰადიდი ლონდონის პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელმა ჯულიან დე სილვამ. მოდელის სახე სრულყოფილ პროპორციულ მაჩვნებელთან ძალიან ახლოსაა, მისი მაჩვენებელი 94,35 პროცენტით შეფასდა.
რეიტინგში სხვა ვარსკვლავებთან ერთად ბიონსე (92,44%), მსახიობი ემბერ ჰერდი (91,85%), მომღერალი და მსახიობი არიანა გრანდე – (91,81%) და ტეილორ სვიფტი (91,64%) მოხვდნენ.