გუშინ, 35 წლის ფეხბურთელმა, ჟერარ პიკემ ახალი გულის სწორის, 23 წლის კლარა ჩია მარტის ფოტო სოციალურ ქსელში პირველად გაავრცელა. ეს მოხდა შაკირასთან დაშორებიდან 8 თვეში.
ფოტომ ინტერნეტსივრცე მოიცა და უამრავი კრიტიკული კომენტარი დაიმსახურა. ფაქტობრივად ჟერარის „ინსტაგრამს“ ყოფილი პარტნიორის ფანების არმიის რისხვა დაატყდა თავს. ფეხბურთელს ახალი ფოტოს წაშლისკენ მოუწოდებენ.
„წაშალე ფოტო სასწრაფოდ“, „ამას შაკირას გულის სატკენად აკეთებ?“ „შენ ცდილობ შაკირა გაანადგურო“, „წარმოუდგენლად თამამი და თავხედი ხარ ჟერარ“, – წერენ კომენტარებში.