LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წესები იცვლება – „ფეისბუქი“ მუსიკალურ ლაივსტრიმებს დაბლოკავს

105
http---com.ft.imagepublish.upp-prod-us.s3.amazonaws

თუ თქვენ „ფეისბუქის“ ლაივის საშუალებით, მუსიკას ხშირად სტრიმავდით, მაშინ ეს ინფორმაცია სწორედ თქვენთვისაა. სულ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ 1-ელი ოქტომბრიდან ფეისბუქზე წესები იცვლება, პლატფორმა მუსიკალურ ლაივსტრიმებს დაბლოკავს, სტრიმის გაშვება წესების დარღვევად ჩაითვლება, რაც გარკვეულ სასჯელსაც კი ითვალისწინებს.

„ფეისბუქის პლატფორმების საშუალებით, თქვენ ვეღარ გამოიყენებთ ჩვენს სერვისებს მუსიკის  შესაქმნელად. თუ თქვენ მაინც გამოიყენებთ ჩვენს პლატფორმას მუსიკალური კონტენტის გაზიარების მიზნით, ვიდეო დაიბლოკება, ხოლო ავტორის პროფილი შესაძლოა, წაიშალოს ან დაიბლოკოს“, – წერია ახლ წესდებაში.

ცნობისთვის, აღნიშნული წესი ეხება ფეისბუქის საკუთრებაში არსებულ ყველა პლატფორმას, მათ შორის „ინსტაგრამსაც“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები