LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პატარა ეზო მაქვს და მიწათმოქმედებას მივყავი ხელი“ – ერეკლე დეისაძე

18
62242657-2812668965415238-2462527298822209536-n

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ ონლაინ სტუმარია ერეკლე დეისაძე.

როგორ ატარებ თვითიზოლაციის პერიოდს?

ერთი თვე თბილისში, სახლში ვიყავი, ახლა კი ქუთაისში ჩამოვედი, აქ პატარა ეზო მაქვს და მიწათმოქმედებას მივყავი ხელი. ვფიქრობ, რომ ამ ვითარებაში ყველაზე კარგი რეცეპტი სწორედ ესაა. ჩვენ ყველა ბუნებას დავშორდით, არადა ამ სიტუაციაში, საუკეთესო წამალი ბუნებაა. ვისაც ამის საშუალება აქვს, ყველას ვურჩევ, ბუნებას დაუბრუნდეს.

რაც ახლა ხდება, მთელ მსოფლიოს ეხება. ადამიანებს, რომლებიც გარემოს მოწყდნენ, დამატებითი დრო და ბერკეტი მიცათ, რაღაცეები გადააწყონ და გადააფასონ.  დედამიწა ძალიან დაიღალა და ამაზე პასუხს ახლა ვაგებთ, სამწუხაროდ, ცუდი ფორმით. იმ ხარკს სწორედ  ახლა ვიხდით. ყველაფერს აქვს უკუშედეგი და ადრე თუ გვიან ეს შედეგი დადგებოდა. თუმცა, მგონია, რომ პანიკას არ უნდა მივეცეთ, გვაქვს ინტერნეტი და ინფორმაციის გადამოწმების საშუალება, უამრავი ადამიანი ფეიკ ნიუსების გავლენის ქვეშ ექცევა. მშვიდი განწყობით უნდა შევხვდეთ ყველაფერს. არ არსებობს ჭირი, რასაც ადამაინი ვერ გადაიტანს.

განიცადა თუ არა გარკვეული ტრანსფორმაცია ერეკლე დეისაძემ?

ამ პერიოდს ვიყენებ და ჩემს ტვინს წიგნებით დამატებით საკვებს ვაძლებ. მინდა ამ იზოლაციისგან ჩემთვის და ჩემი შემოქმედებისთვის სასარგებლო მივიღო.

16 აპრილს პირველი ონლაინ კონცერტი მაქვს, სახლიდან ონლაინ ჩავერთვები. ეს ახალი წამოწყებაა, როდესაც მაყურებელს ვერ ხედავ და მათი ენერგია შენამდე არ მოდის.
რა თქმა უნდა, ეს აუდიტორიასთან ცოცხალ ურთიერთობას ვერ შეედერება, მაგრამ ესეც საინტერესო გამოწვევაა.

რას ურჩევ საზოგადოებას?

ჩვენ ეს დრო  უნდა გამოვიყენოთ, როდესაც ყველაფერი გადაივლის, ჩვენ უფრო დამშვიდებულები უნდა დავუბრუნდეთ ჩვეულ რიტმს. კრიზისის დროს ადამიანები ბევრად გამჭირვალეები ხდებიან. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ვართ ადამიანები და არა პირუტყვები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები