LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზი ქვრეიზი: „ამდენი გოგო რომაა ჩემ ირგვლივ, ბიჭები მწერენ, დაგვიტოვე გოგოები ჩვენც, ძმაოო, ჩემი შურთ…“

33
რეზი-ქრეიზი

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია „ტიკ-ტოკერი“ და რეალური შოუს, „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, რეზი ქვრეიზი.

რეზი, რით ხარ დაკავებული?

მე პატარა ბიზნესი მაქვს, ორი მაღაზია. დიდი შემოსავალი არ მაქვს, მაგრამ მყოფნის, გაფართოება მინდა. უკვე ბევრმა გაიგო ამის შესახებ და მოდიან ხოლმე, თავად გავარეკლამე. რაც შეეხება პლატფორმა „ტიკ-ტოკს“, ეს გართობაა მხოლოდ, პანდემიის დროს დავიწყე. შემდეგ იყო „პრაიმ ჰაუსი“ და ხალხმა უფრო მეტად გამიცნო. მიყვარს ადამიანებთან კონტაქტი, ეს ყველაფერი მომწონს. მანამდე ფინანსური განყოფილების მთავარი  სპეციალისტი ვიყავი მერიაში. შემდეგ ემიგრაციაში წავედი, ერთი წელი ვიყავი სხვა ქვეყანაში. პოლიციაშიც ვმუშაობდი. პროფესიით ინჟინერი ვარ, „გეპეი“ მაქვს დამთავრებული.

როგორი ბავშვი იყავი?

ისეთი ვიყავი, როგორიც ახლა ვარ, ჩავრჩი ბავშვობაში. ცოცხალი ბავშვი ვიყავი, სულ აქეთ-იქით დავდიოდი, მიყვარდა სიმღერა, ცეკვა, უკომპლექსო ვიყავი. ახლაც არ მაქვს არანაირი კომპლექსი, ამიტომაც იმას ვაკეთებ, რასაც მინდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი „ჰეითი“ ყოფილა, არაფერს ვაქცევ ყურადღებას. მშობლები კი მეუბნებოდნენ, ამხელა კაცს რა გაცანცარებსო. სხვათა შორის, სკოლაშიც მომწონდა კლასიკური ტანსაცმელი. მიყვარს „ლაქშერული“ ცხოვრება.  ჩემი პირველი სამსახური ავტოგასამართი სადგური იყო, მიუხედავად იმისა, რომ არ გვიჭირდა, მინდოდა, ჩემი საკუთარი ფული მქონოდა.

გაიხსენე შენი პირველი „ტიკ-ტოკ“ ვიდეო…

ჩემ მეგობართან ვიყავი, უბრალოდ, რაღაც ვიდეო დავდე სუფრიდან და უამრავი ნახვა და მოწონება დააგროვა. მიყვარს ქეიფი,  დროსტარება, ფანოღური რეპერტუარი. მძიმე როკი და „ბასიანები“ ჩემი არ არის, მირჩევნია, რესტორანში ვიჯდე. ბევრს შურს ჩემი, ჩემს ჩაცმულობაზე ამახვილებენ ყურადღებას, საიდან აქვს ამდენი ფულიო, ოქროები რომ უკეთია და პიჯაკები აცვიაო. მე სხვისთვის ჯიბეში ხელი არასდროს ჩამიყვია, საკუთარი შრომით ვშოულობ ყველაფერს. ერთი კეთილი ბიჭი ვარ, თან, არც მახინჯი ვარ. ამდენი გოგო რომაა ჩემ ირგვლივ, ბიჭები მწერენ, დაგვიტოვე გოგოები ჩვენც, ძმაოო, ჩემი შურთ. მე ჩემთვის ვერთობი, ცუდს არაფერს ვაკეთებ. ზოგადად, შავი პიარი ყველაზე კარგი პიარია, აი, ეს არის ჩემი პასუხი „ჰეითზე“. ამ ეტაპზე 53 ათასი „ტიკ-ტოკ“ გამომწერი მყავს.

გოგონებმა, ვინც გწერენ, იციან, რომ დაოჯახებული ხარ?

დიახ, დაოჯახებული ვიყავი, ორი შვილი მყავს. 8 წელია, რაც მეუღლეს დავშორდი. ჩვენ გაცნობიდან 6 თვეში დავოჯახდით. შედეგ ბევრი რაე შეიცვალა. ჩვენ შევიცვალეთ. ვეღარ ვეგუებოდით ერთმანეთს და ასე გადავწყვიტეთ. როდესაც ასე ხდება, დაშორება ჯობია. ახლა კარგი ურთიერთობა გვაქვს, მივდივარ, ბავშვები მომყავს. ახლა ქორწინებაში არ ვარ. ჩემი ცხოვრება მაქვს. შეიძლება, ერთი შეყვარებული მყავდეს, შეიძლება ორი, ან საერთოდაც არ მყავდეს ვინმე, ეს ჩემი პირადი საქმეა.

„პრაიმ ჰაუსზე“ გვესაუბრე…

ძალიან მენატრება ახლა, მარტივი არ იყო, მაგრამ კომუნიკაბელური ვარ და არ მიყვარს ჩხუბი. მაქსიმალურად ვცდილობდი, პოზიტიური ვყოფილიყავი. პოზიტივით შევედი და პოზიტივით გამოვედი. ეს ეტაპი გავიარე და ყველაფერი წინაა, ახალი პროექტი რომ იყოს, იქაც შევალ, მიყვარს გამოწვევები. არ ვნანობ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი. სხვათა შორის, დედა წინააღმდეგი იყო. არ უნდოდა, რომ პროექტში მიმეღო მონაწილეობა. ერთ დღეს ქაფიან წყალში ჩავწექი და ეს არ მოეწონა, გამიბრაზდა,  მაგრამ სტუმრად მაინც მოვიდა და მხარიც დამიჭირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები