ქაშვეთის ეკლესიაში ამ დღესთან დაკავშირებით წირვა აღავლინეს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, პარლამენტის წევრები და დედაქალაქის მერი დაესწრნენ.
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ადამიანების გარკვეულ კატეგორიას, ვინც 17 მაისს პატივს სცემს ოჯახს, დანარჩენ დღეებში კი „ხსნილი” არ აქვთ ოჯახის წევრების მოკვლა-დასახიჩრებაზე, სწორედ მათ ულოცავს დღევანდელ დღეს
ქაშუეთის ტაძარში მივიდნენ პრემიერ-მინსიტრი ირაკლი კობახიძე, თბილისსი მერი კახა კალაძე მეუღლესთან ერთად, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები.