„თუ მხარეები მოახერხებენ რაიმე ტიპის შეთანხმების მიღწევას, ცხადია დავემორჩილებით, თუ რამდენიმე საათში ვერ შედგა რაიმე ტიპის შეთანხმება, აღსრულების პოლიცია ვალდებულია, აღასრულოს ის, რაც სასამართლომ თქვა“ - განუცხადეს „ფორტუნას“ აღსრულების ბიუროში.
ხშირად აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები უკანასკნელ საცხოვრისს იმ ადამიანებს ატოვებინებენ, რომლებსაც ბინა მევახშეებისა და კერძო იპოთეკარების მიერ თაღლითური გზებითა და მაქინაციებით აქვთ დაკარგული.