„ადვოკატებმა გასული დღეების განმავლობაში რამდენჯერმე სცადეს იძულებით გადაყვანილ პირებთან შესვლა, თუმცა, უშედეგოდ“ - აღნიშნულია 11 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ხელმოწერილ განცხადებაში.
„ქვეყნის შიგნით არ არის დარჩენილი დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელიც ამ დანაშაულს სათანადოდ გამოიძიებს. საია განიხილავს როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვის, ასევე, სხვა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას“ - აცხადებენ ასოციაციაში.