ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინული არმიის წარმატებული იერიშების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსების აეროდრომის აფეთქებას ეხმაურება და უკრაინელების მიერ განადგურებული სამხედრო ტექნიკის ჩამონათვალზე წერს.
"ჰააგაში საერთაშორისო კინფერენცია მიმდინარეობს უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების საკითხებზე. საქართველო რომ იმ 40 ქვეყანაში აღარაა, ვინც განაცხადს აწერს ხელს, აქ რუსული ვლასტების კიდევ ერთი (მერამდენე) მტკიცებულებაა!"
„როდესაც ორ დღეში დაორგანიზებულ აქციაზე 100 000-ზე მეტი მოქალაქე, მხოლოდ თბილისის მოქალაქეების 10% თავისი ნებით მოდის, ხელისუფლებამ დასკვნები უნდა გააკეთოს.“ – აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.