LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეტრიაშვილი: საკის ავიაბაზის სიმშვენიერის მერე ძალიან მაღალი თამასა დაიდო – გუშინ კიდევ გიზგიზებდა საწყობები! ამ თვეში კიდევ იქნება ასეთი მასშტაბური თვითაალების უხვგოლიანი ისტორიები!

102
ბუკა პეტრიაშვილი

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინული არმიის წარმატებული იერიშების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს და წერს:

„გუშინ იოსია კობზონისთვის თავისებურად ლამასი დღე იყო – ზუსტად 43 ათასი ურდოსი დამწკრივდა მის საკონცერტო მდელოზე! იოსიას მდელო დიდია, შიგ ხუილო კიდია!

უკრაინაში ჩატარებული ბოლო გამოკითხვების თანახმად, 98%-ს მტკიცედ სჯერა, რომ უკრაინა დაამარცხებს რუსეთს, ხოლო უკრაინელების 91% მხარს უჭერს პრეზიდენტ ზელენსკის!

ფორბსის დაანგარიშებით, ყირიმის სამხედრო ბაზაზე ნამწვის უაგილო ადგილას დაგდების შედეგად ურდოს დანაკარგებმა 650-850 მილიონი დოლარი შეადგინა! კოპენჰაგენში გამართულ ჩრდილოევროპული ქვეყნების შეკრებაზე უკრაინისთვის კიდევ 1.5 მილიარდი სამხედრო დახმარების გადაცემა გადაწყდა!

ბახმუტის, კრამატორსკის და სლავიანსკის მიმართულებით ურდო კვლავ ეხეთქებოდა ჩვენების ძლიერ მუშტს და თავქუდმოგლეჯილი გარბოდა, ან უკან ან კიდევ უკეთესი, ძია იოსიასთან კანცერტზე!

ბუკა პეტრიაშვილი: „რუსების საქმე ნაღდად წასულია! მეორე დღეა უწყვეტ ნაკადად გარბიან ყირიმიდან, სულ მდუღარე ცრემლებით მოთქვამენ“

პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსების აეროდრომის აფეთქებას ეხმაურება და უკრაინელების მიერ განადგურებული სამხედრო ტექნიკის ჩამონათვალზე წერს.

მართალია, ამ წუთის მდგომარეობით ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ენერგობლოკებს საფრთხე არ ემუქრება და ევროპის მასშტაბით უდიდესი კატასტროფის საფრთხე ჯერ კიდევ შესაძლებელია რომ იყოს თავიდან აცილებული, მაგრამ ამისთვის ურდოსებმა უნდა შეწყვიტონ მსოფლიოს ატომური შანტაჟი, დაედევნონ დედულიას და მამულიას და დაახვიონ ზაესიდან!

აშშ მხარს უჭერს ზაესის ირგვლივ დემილიტარიზებული ზონის შექმნას! გაეროშიც გამოდიოდნენ და შემდეგ სწუხდნენ დიდხანს ამაზე, მაგალითად ჩინელები, მაგრამ არ უნდა ამას ბევრი გამოსვლა უნდა წნეხი ბარბაროსებზე და იძულება, რომ ატომური ელექტროსადგურიდან გავიდნენ!

გუშინ ხერსონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე კიდევ ისმოდა აფეთქებების ხმა, კიდევ გიზგიზებდა საწყობები! საკის ავიაბაზის სიმშვენიერის მერე ძალიან მაღალი თამასა დაიდო, მაგრამ მგონია რომ ამ თვეში კიდევ იქნება ასეთი მასშტაბური თვითაალების უხვგოლიანი ისტორიები!

უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!“ – წერს ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში.

უკრაინელებმა ხერსონის ოლქში ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი და 19 ოკუპანტი გაანადგურეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები