ანალენა ბერბოკი: „საქართველოს მოსახლეობის ადგილი ევროკავშირშია, ამიტომ ჩამოვედი კონკრეტული გზავნილით“
„გვსურს ვნახოთ საქართველო ევროკავშირში, გვსურს ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი“ - ამბობს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
„გვსურს ვნახოთ საქართველო ევროკავშირში, გვსურს ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი“ - ამბობს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს მთავრობის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და სტუდენტებს შეხვდება.
ანალენა ბერბოკი საქართველოში გუშინ, 23 მარტს ჩამოვიდა და ქვეყანას დღეს დატოვებს.
აღსანიშნავია, რომ ეს არის გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ანალენა ბერბოკის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვია