„ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო ქმედება, რასაც სჩადის „ქართული ოცნება“. შეურაცხმყოფელია ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, როცა ხელისუფლება ასე საქვეყნოდ გვჭრის თავს“ - ამბობს ვაშაძე.
„დღემდე არ მიგვიღია ოფიციალური პასუხი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისგან, განმეორებით ოფიციალურ მოწოდებაზე, რათა აღვნიშნოთ უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების მამაცობა“ - ამბობს ანდრეი კასიანოვი.
„ერთ დროს უკრაინის მთავრობა დაეხმარა ქართველი ლტოლვილების ევაკუაციაში სვანეთის მთებში, გაუწია საქართველოს უძლიერესი ჰუმანიტარული დახმარება 1993 წელს, ასევე სამხედრო-ტექნიკური და პოლიტიკური დახმარება 2008 წელს“ - აცხადებს ანდრეი კასიანოვი.