„ვნახე კადრები, სადაც მოქალაქეების ჯგუფი აქციის მონაწილეს წიხლებით გაუსწორდა - ეს ის საშიში ზღვარია, რომლის შემდეგაც, უბნური ვენდეტები და გარჩევები იწყება - კატეგორიულად მიუღებელია შეურაცხყოფა, დემონიზება, ან ნებისმიერი პოლიტიკური ნარატივისადმი მიკუთვნების მცდელობა! - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში წერს.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის იმ მონაწილეებმა, რომლებიც გმირთა მოედანზე არიან შეკრებილნი, მოედანზე გამავალი ყველა გზა ჩაკეტეს.
გმირთა მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნიდან ვარაზისხევისკენ მიმავალი გზის გადაკეტვას ცდილობდნენ.