LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავიღლებით? არა!” – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის იმ მონაწილეებმა გმირთა მოედანზე გამავალი ყველა გზა ჩაკეტეს

120
აქცია გმირთა მოედანზე (1)

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის იმ მონაწილეებმა, რომლებიც გმირთა მოედანზე არიან შეკრებილნი, მოედანზე გამავალი ყველა გზა ჩაკეტეს.

ამ დროისთვის გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა სრულად პარალიზებულია. 

„დავიღლებით? არა!” – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

ცნობისთვის, გმირთა მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნიდან ვარაზისხევისკენ მიმავალი გზის გადაკეტვას ცდილობდნენ.

„პიკეტირება – ხმაური თავისუფლებისთვის!“- გმირთა მოედანზე აქტივისტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციას მართავენ

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადაიყვანეს.

შსს-ს წარმომადგენელმა აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ ტერიტორიაზე არ იყო შეკრებილი მოქალაქეთა ის რაოდენობა, რომლის გამოც ბუნებრივად მოხდებოდა გზის გადაკეტვა.

„პიკეტირება – ხმაური თავისუფლებისთვის!“- ასეთია აქციის სლოგანი, რომელსაც გმირთა მოედანზე აქტივისტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციას მართავენ.

მათი მიზანი გმირთა მოედნის სრულად პიკეტირებაა.

როგორც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს განუცხადეს, გზის გადაკეტვა უკანონოა და მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ამას აქციის მონაწილეების რაოდენობა მოითხოვს.

„გზის გადაკეტვა კანონით აკრძალულია. თუ ამ ტერიტორიაზე ვერ დაეტევით, მხოლოდ მაშინ გექნებათ გზის გადაკეტვის უფლება, ჩვენთან შეთანხმებით“ – განუცხადა სამართალდამცველმა აქტივისტებს.

ფოტო „ინტერპრესნიუსი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები