„როგორი უნდა იყოს ჩემი განწყობა? სახლში მოვედი!..“ – როგორ ულოცავენ ცნობილი სახეები შვილებთან ერთად დაბადების დღეს რადიო „არ დაიდარდოს“, რომელიც დღეს 22 წლის გახდა!..
რადიო „არ დაიდარდო“ 1-ელ ივნისს 22 წლის გახდა.
რადიო „არ დაიდარდო“ 1-ელ ივნისს 22 წლის გახდა.
თაკო მელიქიშვილი, მომღერალი და რადიოწამყვანი „არ დაიდარდოზე“ მისი დაარსების დღიდან მუშაობს.
ამ რადიოს გარეშე, მართლა გეუბნებით, ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება...
სოციალური ქსელებისა და საიტების პირობებში და ამხელა კონკურენციაში, სადაც ამდენი ინფორმაცია, პოსტი, ჭორი და მართალი ქვეყნდება, რადიოს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება...
19 წლის წინ, როდესაც რადიო „არ დაიდარდო“ შეიქმნა, ახალი ხაზი გაიხსნა, სადაც შეგეძლო, შენი შემოქმედება გეჩვენებინა და ხალხამდე მიგეტანა...